დრამა საქართველოს მეოთხე ლიგაში (+video)

დრამატული მატჩი გაიმართა საქართველოს მეოთხე ლიგაში. მეორეადგილოსანი თბილისი სიტი  სპაერს სტუმრობდა და 3:0–ს უგებდა, 15–წუთიან მონაკვეთში 3:3 გახდა, მერე ისევ სიტი დაწინაურდა და 89–ე წუთამდე იგებდა, მაგრამ სპაერმა ორი გოლი გაიტანა და 5:4 იმარჯვა... 

9 გოლი და თან, ასეთი მიმდინარეობა! საუკეთესო იყო ლევან პაპავა – სამი გოლი გაიტანა, აქედან ორი – ბოლო წუთებზე.  

 

სპაერი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კლუბია და თავისი სტადიონიც აქვს. სიტიც, მეოთხე ლიგის კვალობაზე, საკმაოდ კარგი გუნდია, საქართველოს თასის მეოთხედფინალშია გასული. 

 

მეოთხე ლიგაში ლიდერი საგარეჯოს გარეჯია, რომელსაც 45 ქულა აქვს. 41 აქვს სიტის და 40 – სპაერს. სწორედ ეს სამი გუნდი იბრძვის ორი საგზურისთვის.  8 ტური დარჩა...

 

სპაერი – თბილისი სიტი 5:4

 

გოლები: 0:1 ქალდანი (31), 0:2 ქალდანი (42), 0:3 გოგატიშვილი (48), 1:3 ვაჩანძე (57), 2:3 პაპავა (68), 3:3 ქართველიშვილი (72), 3:4 გოგატიშვილი (78), 4:4 პაპავა (89), 5:4 პაპავა (90+1)

 

 

 

სპაერის Facebook–ის ფოტო