საქართველო ფიფას რეიტინგში: მცირე წინსვლა

ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრები სამი საფეხურით დაწინაურდა. იყო 94–ე, ახლა კი 91–ე ადგილზეა. 

ორმა ფრემ (კორეასთან 2:2, დანიასთან 0:0) მცირე პროგრესი მოიტანა. უშუალოდ ევროპაში საქართველო 39–ე პოზიციაზეა.

 

პირველზე ისევ ბელგიაა, მეორე–მესამე ადგილები კი „გაიცვალა“: ჯერ საფრანგეთია, მერე კი ბრაზილია.

 

საქართველოს ნაკრებს უახლოესი მატჩები, როგორც იცით, 12 და 15 ოქტომბერს აქვს. შინ ირლანდიასთან და გასვლაზე გიბრალტართან.

 

1 (1). ბელგია – 1752

2 (3). საფრანგეთი – 1725

3 (2). ბრაზილია – 1719

4 (4). ინგლისი – 1662

5 (6). პორტუგალია – 1643

6 (5). ურუგვაი – 1639

7 (9). ესპანეთი – 1631

8 (7). ხორვატია – 1625

9 (8). კოლუმბია – 1622

10 (10). არგენტინა – 1614

11 (11). შვეიცარია – 1604

14 (15). დანია – 1584

28 (32). ირლანდია – 1496

82 (84). ბელარუსი – 1294

91 (94). საქართველო – 1264 

197 (196) - გიბრალტარი – 889

 

კიდევ, სომხეთი 96–ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი – 109–ეზე.