სექს-მანქანა

... ჯორჯინასთან მატჩებისას გატანილი გოლები


კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ ჯორჯინა როდრიგესთან შეუჩერებელი სექსი გაცილებით უფრო მაგარია, ვიდრე კარიერაში გატანილი მისი საუკეთესო გოლი... 
იკითხავთ, საუკეთესო გოლი რომელიაო. რონალდუ თავად პასუხობს: 
„ დიდი ხანი ვცდილობდი ასეთი გოლის გატანას და ბოლოს, ბევრი ცდის შემდეგ, გავიტანე. მართალაც ულამაზესი გამოვიდა... კარიერაში 700 გოლზე მეტი მაქვს გატანილი, მაგრამ ის, რომელიც 2018 წლის აპრილში იუვენტუსთან მატჩისას გავიტანე, მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. ყველაზე მაგარი კი ჯორჯინასთან მატჩებისას გატანილი გოლებია, იუვენტუსთან შეგდებულს, მათ ვერც შევადარებ“, - ღიმილით დასძინა კრიშტიანუმ ITV -თან საუბრისას...

 

იუვენტუსთან, ბუფონის კარში გატანილი ბრწყინვალე მაკრატელა ბევრს ემახსოვრება, ხოლო კრიშტიანუსა და ჯორჯინას გაცნობის ამბავი, ფაქტობრივად არავინ იცის.
„ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. მე ის Gucci -ის მაღაზიაში გავიცანი და მოვიხიბლე. ის ახლა ჩემი შვილების დედაა, მიყვარს, ჩემი ნაწილია. ჩვენ ერთმანეთს ყოველდღე გულს ვუშლით. დედაჩემის დიდი სურვილია, რომ ჩვენ დავქორწინდეთ და მგონი, ეს მალე მოხდება,“- თქვა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.