ყენიას ტრავმა: სულ ასე მემართება...

ლევან ყენიამ ტრავმა მიიღო და ამიტომ შეცვალეს გასული ტურის მატჩში, რომელიც საბურთალომ 1:1 დაასრულა ქუთაისის ტორპედოსთან.

ყენიამ პირველი ტაიმი ითამაშა და ვინც უყურა, დაგვეთანხმება, რომ ყველაზე აქტიური იყო მინდორზე.

 

ლევანმა გვითხრა, რომ დაახლოებით სამი კვირა გაუცდება.

 

„კუნთი ამტკივდა. დაახლოებით ორ კვირაში ვარჯიშს დავიწყებ, მერე კი ვითამაშებ. იმედია, აღარ გართულდება. სულ ასე ხდება. ფორმაში შევდივარ და მაშინ ვიღებ ტრავმას“ – გვითხრა ყენიამ.