სად არის გუს ჰიდინკი?

ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელი გუს ჰიდინკი ჩინეთის 21–წლამდელთა (ოლიმპიური) ნაკრებიდან გაუშვეს

72 წლის ჰოლანდიელ სპეციალისტს ვიეტნამთან 0:2 წაგება არ აპატიეს.

 

ჩინელებმა ჰიდინკის მწვრთნელობით რამდენიმე მატჩი მოიგეს, მაგრამ სუსტ ნაკრებებთან. ჰოლანდიელმა ზუსტად ერთი წელი იმუშავა ჩინეთში – შარშან სექტემბერში დანიშნეს.

 

პსვ, ფენერბაჰჩე, ვალენსია, რეალი, ბეტისი, ჩელსი, ანჟი, ასევე, ჰოლანდიის, კორეის, ავსტრალიის, რუსეთისა და თურქეთის ნაკრებები: ეს გზა გაიარა ჰიდინკმა. მისი ყველაზე დიდი მიღწევები: ჩემპიონთა თასის მოგება პსვ–ში (1988 წელს), ჰოლანდიის 6–გზის ჩემპიონობა, ჰოლანდიისა და კორეის ნაკრებების მუნდიალის ნახევარფინალში გაყვანა. კიდევ, რუსეთი გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში.