ბასილაშვილმა საფრანგეთში გამარჯვებით დაიწყო!

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქეის ვინაობა ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეტცის 250-იანი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალის ორ სეტში გერმანელი იანიკ მადენი დაამარცხა, ანგარიშით 6:2; 7:6.

 

ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე, ATP-ის 51-ე ნომერი ფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგა იქნება. ეს შეხვედრა 20 სექტემბერს 21:30-ზე გაიმართება.