ვან დეიკი: ეს მატჩი ფინალის ტოლფასია

მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ადგილი ჩემპიონთა ლიგაშია

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს ლივერპულისა და ნაპოლის დაპირისპირება იწვევს. ჯგუფში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მერსისაიდელებს პლეიოფში გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებათ, თანაც მათთვის სასურველი ანგარიშით. თავის მხრივ იტალიელებიც მაქსიმუმს გაიღებენ იმისთვის, რათა 3 ქულა აიღონ.

 

მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, ინგლისელთა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა ისაუბრა.

 

„არავის მოსწონს ის სიტუაცია, რაშიც ახლა ვართ. გვინდა მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენი ადგილი ჩემპიონთა ლიგაშია. ძალიან რთული მატჩი იქნება, საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ნაპოლი დავამარცხოთ. ეს მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება.“-განაცხადა ჰოლანდიელმა მცველმა.

 

ამ მომენტისთვის ლივერპულს C ჯგუფში 6 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა, ნაპოლი კი 9 ქულით ცხრილის სათავეშია.