ტოჩინოშინი VS რიუდენი - ქართველს დამარცხების უფლება არ ჰქონდა (ვიდეო)

ტოჩის რეალური შანსი

ტოჩინოშინს უკანდასახევი გზა არ ჰქონდა და რიუდენს მთელი ძალით შეუტია. ძალიან კარგი ტაჩიაის (თავდაპირველი შეტაკება) შემდეგ, ქართველმა სუმოტორმა მავაში მოიპოვა და რიუდენი იორიკირის კიმარიტეთი დოჰიოდან გადაიყვანა!

 

ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად, ლევანმა დარჩენილ ორ დღეში ორივე ბრძოლა უნდა მოიგოს. ტოჩინოშინი ხვალ მიოგირიუს შეერკინება, რომელსაც კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსისთვის), ასევე, ორი გამარჯვება სჭირდება.