აკი ბაშო - დღე მეცამეტე - ტურნირს 4 ლიდერი ჰყავს (+ვიდეო)

დიდი ბრძოლების მეცამეტე დღე...

აკი ბაშოს მეათე დღეს თუ 5 ლიდერი ჰყავდა, ეს რაოდენობა მეცამეტე დღის შემდეგ მხოლოდ 1-ით შემცირდა. იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში ასეთი დაძაბული მდგომარეობა უკვე დიდი ხანია არ ყოფილა. ვინ არის ფავორიტი? - ამაზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია...

 

ბალანსი:

სეკივაკე ტაკაკეიშო - 10:3

სეკივაკე მიტაკეუმი - 10:3

მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი - 10:3

მე-14 მაეგაშირა ცურუგიშო - 10:3

 

ტაკაკეიშო - გოეიდო

 

შეგვიძლია ეს შერკინება უკვე ორი ოძეკის შეხვედრადაც ჩავთვალოთ. მოგეხსენებათ, სეკივაკე ტაკაკეიშომ გუშინ მიოგირიუ დაამარცხა და მეათე გამარჯვება მოიპოვა, რაც მისთვის ოძეკის რანგის დაბრუნებას ნიშნავს. მართალია, იაპონელმა მთავარი მიზანი შეასრულა, თუმცა ახალი ამბიცია გაუჩნდა - ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობდა და იმპერატორის თასი ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. ამბიცია ერთია, თუმცა ტაკაკეიშო დღეს ერთპიროვნული ლიდერი აღარ არის, რადგან ოძეკი გოეიდომ ის უვატენაგეს კიმარიტეთი დოჰიოს დაანარცხა...

 

 

ტოჩინოშინი - რიუდენი

 

ქართველ სუმოტორს ბაშოს მეცამეტე დღეს უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდა - მარცხი ოძეკის რანგის დაკარგვის ტოლფასი იყო. ლევანმა ძალების მობილიზაცია მოახერხა, რიუდენს ეკვეთა და იორიკირის კიმარიტეთი დოჰიოდან გადაიყვანა.

 

ტოჩინოშინი ხვალ მე-6 მაეგაშირა მიოგირიოს შეერკინება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში დადებითი 12:9-ზე ბალანსი აქვს...

 

 

მიტაკეუმი - მიოგირუ

 

სეკივაკე მიტაკეუმი ჩვენ ხვალინდელ მეტოქეს, მიგირიუს შეერკინა. აღსანიშნავია, რომ თუ ლევანისთვის მიოგირიუ არც ისე უხერხული მეტოქეა, მიტაკეუმის შემთხვევაში პირიქით იყო, ის ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მოწინააღმდეგესთან 2:3-ს აგებდა. ასე იყო დღევანდელ დღემდე, სუმოტორები ახლა უკვე ერთმანეთს გაუთანაბრდნენ - 3:3

 

 

ცურუგიშო - ტაკარაფუჯი

 

ტაკაკეიშო - გოეიდოსთან ერთად, მაყურებლის ინტერესს ეს ბრძოლაც იწვევდა. სახელები ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა ბალანსი ორივეს თანაბარი (9:2) ჰქონდა და გამარჯვებული იმპერატორის თასისთვის ბრძოლას გააგრძელებდა. დღეს უკეთესი ცურუგიშო აღმოჩნდა, რომელსაც მაკუუჩი დივიზიონში ბრწყინვალე დებიუტი გამოსდის...

 

 

ოკინოუმი - კაგაიაკი

 

ოკინოუმის აკი ბაშოზე ისეთი კარგი სტარტი ჰქონდა, რომ მიყოლებით სამმა მარცხმა ლიდერებს შორის მაინც დატოვა. მან ჰატაკიკომის კიმარიტეთი დღეს კაგაიაკი დაამარცხა...