გრიზმანი ბარსას მაშინ მოელაპარაკა, როცა ატლეტიკოსთან კონტრაქტი ჰქონდა

შესაძლოა ატლეტიკომ დამატებით 80 მილიონი ევრო მიიღოს...

შეიძლება ძალიან მალე დიდი სკანდალი აგორდეს. ელ მუნდო დეპორტივოს მიხედვით, ანტუან გრიზმანი პირად დეტალებზე ბარსელონას მაშინ შეუთანხმდა, როდესაც ატლეტიკოს ფეხბურთელი იყო და კატალონიელებს კონკურენციას ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში უწევდა.

 

ესპანურმა გამოცემამ აღმოაჩინა იმეილები, რომლთაც დასტურდება რომ გრიზმანის დამ, მამამ და აგენტმა კონტრაქტზე ხელის მოწერის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო აიღეს.

 

ათლეტები ცდილობენ დამატებით 80 მილიონი ევროს მიღებას, რადგან დამამტკიცებელი საბუთი აქვთ, რომ კატალონიელები ფრანგთან მოლაპარაკებას პირველ ივლისამდე აწარმოებდნენ, სანამ მისი გამოსასყიდი თანხა 120 მილიონის ნაცვლად, როგორც შეიძინეს, 200 მილიონი იყო...