იდეალური თანაგუნდელი, ანუ, ტიმ დანკანის ძალა

ტიმი არ იყო ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური ათლეტი, მაგრამ ის ყველაზე კარგად კითხულობდა თამაშს 

გრეგ პოპოვიჩს გაუმართლა, რომ თითქმის 20 წელიწადი ტიმ დანკანის მწვრთნელი იყო. გრეგი ამ დროში იღებდა სოლიდურ ხელფასს, დაფასებას, წარმატებას და გარანტირებულ სტაბილურობას. ტიმი ამის იდეალური გარანტიაა.

 

დანკანმა ლიგაში პირველი სეზონის დროს ისწავლა - არ ილაპარაკო, არ მიაქციო ყურადღება მოწინააღმდეგეს და შენი საქმე გააკეთე. ტიმი, როგორც დამჯერი მოსწავლე, თავს ხრიდა და იწყებდა მზადებას ახალი თამაშისთვის. ტიმი ყოველთვის მშვიდი იყო.

 

გრეგმა დანკანთან ერთად მუშაობით ხუთჯერ მოხსნა ჯეკპოტი. არც მეტი, არც - ნაკლები. სან ანტონიომ ვერც ერთხელ ვერ დაიცვა ტიტული, მაგრამ გუნდმა შექმნა დინასტია.

 

როდესაც ტიმი სპერსში მივიდა და იქ პირველ ვარსკვლავად დევიდ რობინსონი დახვდა, დანკანმა ეს მიიღო და საკუთარი თამაშის გაუმჯობესება დაიწყო.

 

ოდნავ ნელი ტიმი იდეალურად არჩევდა პოზიციას და ამის ხარჯზე იგებდა თითქმის ყველა დაპირისპირებას. ტიმი არ იყო ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური ათლეტი, მაგრამ ის ყველაზე კარგად კითხულობდა თამაშს და გრეგმა იცოდა, რომ ტიმი მას არ დააღალატებდა.

 

ჩინეთში, გრეგი ახალგაზრდა დანკანით მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა. თუნდაც, იმ შავ-თეთრი გუნდით. ტიმი საკმარისი იქნებოდა. ტიმი მწვრთნელს მოუსმენდა, თავს დახრიდა და დაიწყებდა საშინაო დავალების შესრულებას.

 

კალათბურთს აკლია ტიმი. კალათბურთს აკლია კობი. კალათბურთს აკლია ლეგენდები.

 

კალათბურთი შეიცვალა. კალათბურთში თითქმის არ დარჩა იდეალური თანაგუნდელები.