ემანუელ ჯინობილის ლეგენდა

ნაკრებისთვის ეს საკმარისია. მანუ ლეგენდაა.

ჩინეთში არგენტინა ტურნირის ყველაზე ლამაზი ისტორია იყო. ჩინეთში არგენტინა ფინალამდე მივიდა და იქ იდეალურ ესპანეთთან დადგა. ჩინეთში ამერიკამ ლუის სკოლას გამოცდილება, ფაკუნდო კამპაცოს აგრესია და უბრალოდ, ლტოლვა შეკრა და მიიღო შედეგი.

ჩინეთში არგენტინის ნაკრების გვერდით იყო ემანუელ ჯინობილი.

ლეგენდა, რომელიც დღესაც ნაკრებშია. არ თამაშობს, მაგრამ ლუისს, ახალგაზრდა პატრიოტებს ეხმარება. ზოგს - რჩევით, ზოგს - უბრალოდ, გვერდში დგომით. მანუს ფაქტორი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ფაკუნდო კამპაცო: „ჯინობილი ლეგენდაა. როდესაც ვხედავდით, რომ მანუ თამაშებს ესწრებოდა და ბოლომდე ჩვენთან ერთად იყო, მეტს ვაკეთებდით, მეტს ვასწრებდით. ჯინობილიმ ნაკრებს ყველაფერი მისცა და ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა თაობამ არგენტინას ასევე ბევრი კარგი მომენტი დაუტოვოს. ეს ფინალი დიდი წარმატებაა. და ვთვლი, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი.“

რთული სათქმელია. სკოლა ალბათ, დაასრულებს სანაკრებო კარიერას და მაღლებში, არგენტინას არ ჰყავს ამ დონის, ამ ქარიზმის შემსრულებელი. რომელიც არ მიიღებს წაგებას და ბოლომდე გავა.

და, არგენტინას არ ჰყავს, არასოდეს არ ეყოლება მეორე მანუ. რომელიც შემოდის დარბაზში, ჩადის არგენტინის ნაკრების გასახდელში და უბრალოდ, იქ რჩება.

ნაკრებისთვის ეს საკმარისია. მანუ ლეგენდაა.

უდიდესი.