ჟოზე მოურინიო: მანჩესტერი ოთხეულში ვერ მოხვდება

მანჩესტერისთვის ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება კარგი იქნებოდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ამ სეზონში ეს მოახერხონ 

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა თქვა, რომ მანკუნიელები სეზონის ბოლოს ოთხეულში ვერ მოხვდებიან.

 

„ვფიქრობ იუნაიტედი მეხუთე ან მეექვსე ადგილზე გავა. მანჩესტერისთვის ოთხეულში მოხვედრა და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება საუკეთესო შედეგი იქნებოდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ასე მოხდეს,“-თქვა პორტუგალიელმა.

 

შეგახსენებთ, რომ მოურინიო მანჩესტერს 2016 წლის ზაფხულიდან თავკაცობდა და გუნდი შარშან ზამთარში დატოვა. წითელ ეშმაკებთან ერთად მან ევროპა ლიგა, ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო. ამ მომენტისთვის მანჩესტერს 8 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა.