5:0 – ხუთივე ერთმა კაცმა, ხუთივე ერთ ტაიმში

53 წლის წინ, ზუსტად 22 სექტემბერს, თბილისის დინამომ 5:0 მოუგო ერევნის არარატს.

 ხუთივე გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა და ხუთივე მეორე ტაიმში, 27–წუთიან მონაკვეთში: 48–ე წუთზე გახსნა ანგარიში, 75–ეზე კი ბოლო შეაგდო.  ეს რეკორდია, ერთ ტაიმში ამდენი გოლი სსრკ ჩემპიონატში არავის გაუტანია.

 

იმ წელს (1966) დათუნაშვილი საბჭოეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 20 გოლით.  დინამო მეშვიდე ადგილზე გავიდა.

 

დინამოს შემადგენლობა ასეთი იყო: ურუშაძე, ბ.სიჭინავა, ჭელიძე, შერგელაშვილი, ცხოვრებოვი, გ.სიჭინავა, ილიადი, დათუნაშვილი, მეტრეველი, იამანიძე, მესხი.    

 

შეგახსენებთ, დათუნაშვილი 1964 წელს საბჭოეთის ჩემპიონი გახდა და მეტიც, ტაშკენტის ოქროს მატჩში (მოსკოვის ტორპედოსთან 4:1), ჯერ კუთხურიდან ჩახვევით გაათანაბრა, მერე კი წინ გაიყვანა გუნდი.

 

ილია დათუმაშვილი 82 წლის გახლავთ.