გვილიამ ლეგიას მოაგებინა (ვიდეო)

ქართველი ნახევარმცველის მორიგი გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

პოლონეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში, ლეგიამ რომლის ღირსებასაც ვაკო გვილია იცავს, კრაკოვიას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ მეორე გოლი სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა. 

 

შეგახსენებთ, რომ გვილია ლეგიაში ზაფხულში გადავიდა. პოლონელთა რიგებში მის ანგარიშზე 18 მატჩი და 3 გოლია. აქვე გეტყვით, რომ ვაკო 90 წუთი გაისარჯა. 

 

რაც შეეხება ლეგიას, ჩვენებურის გუნდს 17 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.