რიბერიმ ფიორენტინაში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

ფრანგმა სერია ა-ში გოლების ათვლა დაიწყო (ვიდეო)

იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტურში ფიორენტინა ატალანტას ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ფლორენციელები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა ბოლო 10 წუთში ანგარიში გაათანაბრეს.

 

აღსანიშნავია, რომ ფიორენტინადან ერთი გოლი ფრენკ რიბერიმ გაიტანა, რომელმაც ახალი გუნდის რიგებში თავი პირველად გამოიჩინა. ფრანგი ვარსკვლავი იებს სეზონის დასაწყისში შეუერთდა. გამოცდილ ფეხბურთელს ბაიერნთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი იყო, რის შემდეგაც იტალიელთა მაისურა მოირგო.

 

რაც შეეხება ფიორენტინას, მონტელას შეგირდებს ბევრისთვის მოულოდნელად მხოლოდ 2 ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე არიან. მომდევნო ტურში გუნდი სამპდორიას უმასპინძლებს.