უელსური გაკვეთილი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე უელსთან წააგო 

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსს შეხვდა და 14:43 დამარცხდა.

 

აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში ბრიტანელებმა ძალიან დაგვჯაბნეს და შედეგსაც მიაღწიეს. უელსელებმა 6 ლელო დაგვიდეს და 2 გარდასახვა გამოიყენეს. ბორჯღალოსანთა მხრიდან ლელოებით თავი ლევან ჩილაჩავამ და შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინეს, ორი გარდასახვა კი თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.

 

უნდა ითქვას, რომ ცუდად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა თამაში გამოასწორეს.

 

მომდევნო შეხვედრას ქართველი მორაგბეები 29 სექტემბერს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.