ლული თუ დე კოლო?

3 ოქტომბერს ფენერი მადრიდში ჩადის. პირველი ჩეხვა, რომელშიც ლული ნანდოს გაესაუბრება.

სერხიო ლული რეალის ყველაზე ლეტალური იარაღია. ბევრი კარგი მოთამაშის ფონზე, ლული გამორჩეულია. ელეგანტური, დაუნდობელი ეგზეკუციით, ბევრი არასტანდარტული სვლით, ენერგიით, შორიდან, 9-10 მეტრიდან ზუსტი სამიანებით. ლული ამ სეზონშიც ევროლიგის ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნება. რომელიც ოთხთა ფინალისთვის მოემზადება. რეალი იქ ნამდვილად ითამაშებს.

ნანდო დე კოლო ფენერბახჩეს ახალი ვარსკვლავია. რომელიც ცსკაში სოლირებდა. რომელიც იყო ევროლიგის საუკეთესო შემტევი და რომელიც ევროლიგის ისტორიაში ყველაზე კარგად ასრულებს საჯარიმოებს. დე კოლომ შეიცვალა გარემო და თურქეთში ნანდო აუცილებლად ძალიან კარგი იქნება. ობრადოვიჩი დე კოლოს ენდობა. ნანდო ფენერის ჯოკერი გახდება. ეჭვი გეპარებათ?

ალბათ, ორივეზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. ფენერი შეიცვალა. გუნდმა რამდენიმე კარგი მოთამაშე დაკარგა, მაგრამ ნანდოს დამატებით თურქული კლუბი იღებს სიღრმეს და კლასს. როდესაც დე კოლოს არაფერი არ აწუხებს და ის ტკივილგამაყუჩებლების გარეშე დარბის, ნანდოს შეჩერება თითქმის არარეალურია. დე კოლომ დაიბრუნა სტაბილურობა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ის საფრანგეთის ყველაზე სანდო შემსრულებელი იყო.

მეოთხედფინალში დე კოლომ არ მიაქცია ყურადღება ამერიკელებს და დე კოლო თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ (ცსკა) ორმაგად მონდომებული იქნება. ეს დე კოლოს ახალი მოტივაციაა. ორმაგი. ნანდო უპრობლემოდ დააგროვებს საშუალოდ 15-16 ქულას და ფენერიც ოთხთა ფინალისთვის მოემზადება. ეს ნანდოს დროა.

3 ოქტომბერს ფენერი მადრიდში ჩადის. პირველი ჩეხვა, რომელშიც ლული ნანდოს გაესაუბრება.

რეალი, ბარსელონა, ფენერი, ცსკა - ფავორიტები მზად არიან.