რიბერიმ სერია ა-ში რეკორდი დაამყარა

რიბერის ასაკი ვერაფერს აკლებს 

სერია ა-ს მეოთხე ტურში ფიორენტინა სამპდორიას ესტუმრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში ფრენკ რიბერიმ გახსნა, რომელმაც ახალი გუნდის მაისურით პირველი ბურთი შეაგდო.

 

საპმდორიას კარში გატანილი გოლის შემდეგ, ფრანგი ვარსკვლავი ყველაზე ასაკოვანი ლეგიონერი გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში მეტოქის კარი აიღო. გამოცდილი შემტევი 36 წლის და 168 დღის გახლავთ. შეგახსენებთ, რომ რიბერი ფიორენტინას ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

 

ამ მომენტისთვის ფლორენციელებს სერია ა-ში 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე არიან.