ლობჟანიძემ დანიაში გაიტანა (ვიდეო)

24 წლის ფეხბურთელი მშვენიერ ფორმაშია (ვიდეო)

დანიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, საბა ლობჟანიძის რანდერსმა ჰორსენს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მეორე გოლი სწორედ ჩვენებურმა გაიტანა. 

 

აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი მშვენიერ ფორმაშია. ამ სეზონში საბამ დანიის სუპერლიგაში მეათე მატჩი  ჩაატარა და მეოთხე გოლი გაიტანა. რაც შეეხება რანდერსს, ჩვენებურის გუნდს 14 ქულა აქვს და მე-6  ადგილზეა.