რონალდუ: სიბნელეს ყოველთვის ნათელი მოსდევს

"მოთმინება და შეუპოვრობა ის ორი დამახასიათებელი ნიშანია, რომელიც პროფესიონალს მოყვარულისგან გამოარჩევს"

კრიშტიანუ რონალდუმ ორშაბათს მილანში გამგზავრებას, ტურინში, საკუთარ სახლში დასვენება არჩია და ფილოსოფიაში გადავარდა. 

 

ამ დღეს ლა სკალაში ფიფამ საუკეთესოდ ლიონელ მესი აღიარა, პორტუგალიელი კი, ვან დეიკის შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა. რონალდუს მიზანდასახულობა ყოველთვის ყველასგან გამოარჩევდა და ინსტაგრამზე მისმა წერილმა ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა:

 

"მოთმინება და შეუპოვრობა ის ორი დამახასიათებელი ნიშანია, რომელიც პროფესიონალს მოყვარულისგან გამოარჩევს. 

 

ყველაფერი დღეს რაც სამყაროში უპირველესია, თავიდან მცირე და უმნიშვნელო იყო. 

 

ადამიანი ყველაფერს ვერ შეძლებ, მაგრამ ოცნების ასახდენად მაქსიმუმი შეგიძლია გააკეთო. 

 

გაითვალისწინეთ, სიბნელეს ყოველთვის ნათელი მოსდევს", - წარწერა გაუკეთა ფოტოს რონალდუმ.

 

სურათზე პორტუგალიელის ოჯახში საოცარი ჰარმონია ჩანს, თავად დივანზე პლანშეტითაა მოკალათებული, მისი ვაჟი კი საშინაო დავალებას ამზადებს.