დღეს გაირკვევა! თბილისი თუ სევილია?

დღეს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება და გაირკვევა, თუ ვინ უმასპინძლებს 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალს. 

კანდიდატი ორია: თბილისის დინამო არენა და სევილიის სანჩეს პისხუანი.

 

უეფას მაისის ბოლოს უნდა დაესახელებინა მასპინძელი, მაგრამ დრო გადასწია.

 

2020 წელს ევროპა ლიგის ფინალი პოლონეთის ქალაქ გდანსკში ჩატარდება.