ვის მისცეს ხმა მესიმ და რონალდუმ?

მილანის ლა სკალას ოპერაში დღის გმირი ლეო მესი გახდა. არგენტინელი ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და აჯობა კრიშტიანუ რონალდუს.

საინტერესოა, ამ ორმა გიგანტმა ვის მისცა, ანუ როგორი იყო მათი სამეული.

 

მესიმ რონალდუ მეორეზე გაიყვანა, ხოლო პორტუგალიელმა მთავარი კონკურენტი საერთოდ არ ჩაწერა სამეულში...

 

მესის არჩევანი: 1. მანე, 2. რონალდუ, 3. დე იონგი.

 

რონალდუს არჩევანი: 1. დე ლიხტი, 2. დე იონგი, 3. მბაპე