ვან დეიკი: მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია

ჩემი და მესის შედარება არ შეიძლება

მილანში ფიფას ყოველწლიური დაჯილდოვება გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინეს. წლის ფეხბურთელის ტიტული ლეო მესის გადაეცა, არგენტინელის კონკურენტები ვირჯილ ვან დეიკი და კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ. ამ თემაზე თავად ჰოლანდიელმა მცველმა ისაუბრა.

 

„ხალხმა მესი აირჩია, შეიძლებოდა ტიტული მე მომეგო, თუმცა რას ვიზამთ. ვთვლი, რომ პოზიციებიდან გამომდინარე ჩემი და ლეოს შედარება არ შეიძლება. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, ვფიქრობ ისტორიაში საუკეთესოც კი. ტიტული არ მომიგია და ამის გამო იმედგაცრუებული არ ვარ. ჩემთვის გუნდური ჯილდოები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ინდივიდუალური,“-თქვა ვან დეიკმა.

 

შეგახსენებთ, რომ ლივერპულის მცველი ფიფას ვერსიით საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.