იუვენტუსს რონალდუ დააკლდება

პორტუგალიელს დასვენება მოუწევს 

სერია ა-ს მეხუთე ტურში იუვენტუსი ბრეშას ესტუმრება. ტურინელთა ვებგვერდის ინფორმაციით, ბიანკონერის კრიშტიანუ რონალდუ დააკლდება ცნობილია, რომ პორტუგალიელს კუნთების დაღლილობა აქვს და გუნდის მესვეურებმა გადაწყვიტეს ფორვარდს დასვენების საშუალება მისცენ.

 

ამ მომენტისთვის იუვენტუსს სერია ა-ში 10 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ ინტერს 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება რონალდუს, მიმდინარე სეზონში მეგავარსკვლავმა 5 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მეშვიდე ნომერი ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებში იყო, თუმცა პრიზი ლეო მესის ხვდა წილად, პორტუგალიელი კი საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრით დაკმაყოფილდა.