ეს დინამოა!

დინამომ დაიწყო რეგულარულისთვის მზადება.

თბილისის დინამო ახალ რეგულარულს ახალგაზრდული, საინტერესო, შეცვლილი შემადგენლობით დაიწყებს.

დინამო 2019/2020: ლუკა ბულაშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დაჩი ქავთარაძე, მაიზერ რევაზაშვილი, კახაბერ ტომარაძე, ირაკლი კილაძე, მერაბ მირზიაშვილი, ანზორ ნადირაძე, ნოდარ გოგოძე და გუნდის ლეგიონერი, კევინ ო’ბრაიანი.

უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს ნოდარ გოგოძეს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი წევრი, ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის კანდიდატი - გოგოძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უნდა გახდეს. შარშანდელი სეზონი მან ბათუმში გაატარა და საშუალოდ 9.3 ქულას, 2.6 შედეგიან გადაცემას და 2.3 მოხსნას აგროვებდა.

გოგოძე ბრუნდება გუნდში, სადაც ორჯერ (2017-2018) საქართველოს ჩეპმიონი გახდა. ნოდარი იმ გუნდში ლევან ფაცაციასთან, მიშა ბერიშვილთან და ილია ლონდარიძესთან ერთად ლიდერი იყო. დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო დინამო იყო.

დინამომ დაიწყო რეგულარულისთვის მზადება.

უახლოეს პერიოდში გუნდის დეტალურ წარდგენას შემოგთავაზებთ.