ფიფა რონალდუს გაუნაწყენდა

კრიშტიანუმ ინფანტინო გააბრაზა

23 სექტემბერს მილანში ფიფას ყოველწლიური დაჯილდოვება გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინეს. აღნიშნულ ღონისძიებას კრიშტიანუ რონალდუ არ დაესწრო.

 

Marca-ს ინფორმაციით, ფიფას მესვეურები და პირადად ჯანი ინფანტინო მასზე ძალიან განაწყენებულნი არიან, რადგან პორტუგალიელი ცერემონიალზე არ გამოცხადდა. რონალდუ მილანიდან დაახლოებით 150 კილომეტრში ცხოვრობს, თუმცა მან ქალაქში ჩასვლა მაინც არ ისურვა.

 

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, თუმცა პრიზი ლეო მესის დარჩა. აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელი ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.