ნაიკმა ტოპ კლუბების რეტრო ფორმები შექმნა

ბარსა, ჩელსი, ტოტენჰემი...

ამ სეზონში, ბევრმა ევროპულმა კლუბმა ნაიკის მიერ დამზადებული მესამე ფორმა ძალიან გვიან წარადგინა - თითქმის ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე. საერთოდ, პსჟ-მ ორი შეხვედრა გასული სეოზნის ფორმით ჩაატარა.

 

საქმე ამერიკული ბრენდის გლობალურ იდეას ეხება. ნაიკმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთში რეტრო, 90-იანი წლების, ნოსტალგიური სტილი დაებრუნებინა.

 

პსჟ-ს, ჩელსის, ტოტენჰემის, გალათასარაის, ბარსელონას, ატლეტიკოს, ინტერისა და რომას ფორმები წარსულში დაგვაბრუნებენ.

 

რეტრო მაისურების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ნაიკის წარწერაა. დღეს ამ ბრენდს აღსაქმელად მხოლოდ მოხაზულობა გვჭირდება, ადრე კი მას წარწერაც ჰქონდა.

 

 

ამ ლოგოთი პრემიერლიგაში ოთხმოცდაათიანებში მხოლოდ არსენალი თამაშობდა. დღეს ლონდონელებს ადიდასი ემსახურება, სამაგიეროდ ნაიკის ჩელსი და ტოტენჰემი ჰყავს.

 

 

ტოტენჰემი

 

ტოტენჰემმა გასულ წელს ნაცადი მწვანე-ლურჯი ფორმა მიატოვა და უპირატესობა ღია ლურჯს მიანიჭა.

 

 

ასეთი მესამე ფორმა ლონდონელებს 1980-დან 1985-მდე ეცვათ, როდესაც უკანასკნელი საერთაშორისო ტიტული მოიგეს (უეფას თასი - 1984)

 

გრაფიკულად ეს ფორმა ახალი სტადიონის პანელს ასახავს.

 

 

ჩელსი

 

ლამპარდის გუნდის ფორმა სხვა ეპოქას უკავშირდება. არისტოკრატები ასე 1994/95 წლების სეზონში გამოეწყობოდნენ, როდესაც მათთან გულიტი თამაშობდა.

 

 

მსგავსი საყელო ჰქონდათ 90-იანების შუაში დორტმუნდისა და პსჟ-ს ფორმებსაც.

 

 

ატლეტიკო

 

მადრიდელებს ღია ლურჯი ფორმა აქვთ, მუქი ლურჯი აქცენტებით (როგორც ტოტენჰემს). დიზაინის ფერები ისეთივეა, როგორც ჩელსის, თუმცა აქვს თავისი თავისებურებები, პირველ ყოვლისა, საყელოსთან დატანებული შვიდი ვარსკვლავი.

 

 

ეს ვარსკვლავები ლოგოზეც გამოსახულია. ერთ-ერთი ვერსიით, ის დიდი დათვის თანავასკვლავედის ალუზიაა.

 

 

ბარსელონა

 

კატალონიელებისთვის 90-იანი წლები ნოსტალგიურია. ბარსას მესამე ფორმა ცისფერ ფერშია გაწყობილი, რომელსაც ლურჯ-ბრწოეულისფერი საყელო აქვს. ფერები, რა თქმა უნდა, ბარსას ემბლემითაა შთაგონებული.

 

 

ბლაუგრანას ასეთივე ფორმა 1996/97 წლებშიც ეცვა, როდესაც გუნდმა ესპანეთის თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო. ამ დროს კატალონიურ გუნდში ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო თამაშობდა, რომელმაც 49 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა...

 

 

„როდესაც ამ ფერებს უყურებ, შენ რონალდოზე, გვარდიოლაზე, სტოიჩკოვზე, ლუის ენრიკეზე და სხვა დიდებულ ფეხბურთელებზე ფიქრობ. ამ ფორმის ტარება დიდი პატივი იქნება და ფანებსაც გამარჯვებები სხვანაირად გაახარებთ“, - თქვა პიკემ

 


 

გალათასარაი

 

გალათასარაის მესამე ფორმა შთაგონებულია 1999/2000 წლების ეკიპირებიდან, სადაც ვერტიკალური ზოლები საშინაო ფორმას გამოხატავს, ნაცრისფერი ზოლები კი გასვლისას. ამ წელს გალა მართლა შეუჩერებელი იყო, თურქეთის ლიგა მოიგო, უეფას თასი და სუპერთასი...

 

 

პსჟ

 

პსჟ-ს ფორმა შთაგონებულია იმ 30 წლიანი თანამშრომლობისგან, რაც ნაიკსა და პარიზულ კლუბს აქვთ. დიზაინი იმ პირველი მოდელიდანაა აღებული, რაც პსჟ-ს 1989 წელს ეცვა...

 

 

ინტერი

 

ინტერის მესამე ფორმა ითვალისწინებს სპონსორ Firelli-ის, რომელთანაც 24 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ კომპანიის ლოგო ვერსია ადრე ყვითელზე დატანებულ წითელ წარწერას ითვალისწინებდა.

 

 

რომა

 

თავდაპირველად, რომას ფორმებს ადიდასი უკერავდა. ეს რეტრო 1991/92 წლების სეზონის მაისურითაა შთაგონებული.