19 წლის ნორვეგიელმა სულშერს თავი შეახსენა

იუნაიეტედი 19 წლის ფეხბურთელის შეძენას აპირებს

ნორვეგიულ მოლდეში მუშაობის დროს, ოლე გუნარ სულშერი ერლინგ ბრაუთ ჰაალანდს წვრთნიდა და ფეხბურთელმა სწორედ ნორვეგიელი სპეციალისტის ხელში გადაგდა პირველი პროფესიული ნაბიჯები. ამჟამად ავსტრიული ზალსბურგის ფორვარდის განვითარებით ოლე გუნარი სერიოზულად დაინტერესდა და მომავალ წელს მის შეძენის საკითხს აქტიურად განიხილავს. მიმდინარე სეზონში ჰაალანდი ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამომავალ ვარსკვლავად გვევლინება, მან ყველა ტურნირზე ერთად 10 შეხვედრაში, 17 გოლის გატანა შეძლო. 19 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ჰეთ-თრიკით აღნიშნა. 17 სექტემბერს, ზალსბურგმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბელგიური გენკი 6:2 დაამარცხა.