დე როსი იტალიის ნაკრებში ბრუნდება

კვლავ სკუადრა აძურას სამსახურში 

დანიელე დე როსი იტალიის ნაკრებში ბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, რობერტო მანჩინი მას ოქტომბერში საბერძნეთთან და ლიხტენშტეინთან მატჩებისთვის გამოიძახებს, რომელიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით გაიმართება.

 

იტალიელთა მაისურა დე როსიმ ბოლოს 2017 წლის ნოემბერში მოირგო, როცა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში შვედეთს დაუპირისპირდა. გამოცდილი ნახევარმცველის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში  117 მატჩი და 21 გოლია. იგი 13 წლის მანძილზე იცავდა იტალიელთა ღირსებას და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

 

შეგახსენებთ, რომ 36 წლის საყრდენმა წინა სეზონის დასრულებისას რომა დატოვა და ამჟამად ბოკა ხუნიორსის ფეხბურთელია.