ჯოელ ემბიდის გრაფიკი

ემბიდი კარიერით - 24.3 ქულა, 11.4 მოხსნა, 3.2 პასი, 2.0 დაფარება. 

ფილადელფია ჯოელ ემბიდთან ერთად ვითარდება. მოქნილი, მძიმე და ამავე დროს, ძალიან ჭკვიანი ცენტრი პროგრესირებს და ალბათ, ამ ეტაპზე ლიგის უძლიერესი მეხუთე ნომერია.

ფილადელფია ემბიდს უფრთხილდება და კლუბს სურს, რომ ჯოელი ფლეი ოფისთვის დასვენებული მივიდეს. რაც ავტომატურად გამორიცხავს, რომ ემბიდი მიიღებს მონაწილეობას რეგულარულის ყველა მატჩში.

ფილადელფიას მთავარი მწვრთნელი ბრეტ ბრაუნი ემბიდს 60-65 მატჩის ფარგლებში გამოყენებას გეგმავს. ჯოელს შეუძლია ნებისმიერ გუნდთან დომინირება და თუ გავითვალისწინებთ მის გაუმჯობესებულ სროლას, ემბიდი ყველა პერსონალური დამცველისთვის კოშმარია. და, ეს არ არის ჯოელის მაქსიმუმი.

ჯოელმა რეგულარულში ყველაზე მეტი მატჩი შარშან (64) ჩაატარა. ემბიდი იყო მონდომებული, მაგრამ აღმოსავლეთის მეორე წრეში ტორონტოსთან მიკროტრავმით ითამაშა და ვერ აკრიფა. ემბიდმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში დააგროვა 30 ქულაზე მეტი და მწვრთნელები მას რეგულარულად ასვენებდნენ.

ემბიდი კარიერით - 24.3 ქულა, 11.4 მოხსნა, 3.2 პასი, 2.0 დაფარება. ჯოელი ეპიზოდებში შაკივით შეუჩერებელი და დევიდ რობინსონივით დახვეწილია.

ემბიდთან ერთად ფილადელფიას აღმოსავლეთში ნებისმიერი სერიის მოგების შანსი აქვს.