დემბელეს ინგლისში უხმობენ

მსოფლიო ჩემპიონი ნისლიან ალბიონზე სურთ

უსმან დემბელე მომავალი წლიდან შესაძლოა პრემიერლიგაში ვიხილოთ. ბრიტანული პრესის ცნობით, ბარსელონას შემტევის გადაბირება მანჩესტერს სურს. ბოლო ინფორმაციით, მანკუნიელები ფრანგის შეძენას ზამთარში შეეცდებიან. 

 

ინგლისელებს წინა ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს და ბუნებრივია, რომ ტრანსფერებზე ფიქრობს. რომელუ ლუკაკუ ინტერში გადაბარგდა, რაშფორდი და მარსიალი კი ხშირად ტრავმიანობენ. აქვე გეტყვით, რომ წითელ ეშმაკებს დემბელეს გარდა მარიო მანჯუკიჩიც სურთ.

 

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, სათქმელია, რომ ამ სეზონში ცოტას თამაშობს. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-11 ნომერმა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.