ნიკარაგუის კაპიტანი: მე მესი არ ამირჩევია

ნიკარაგუის ნაკრების კაპიტანმა ხუან ბარერამ განაცხადა, რომ ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ლიონელ მესისთვის არ მიუცია ხმა. ეს თავად ბარერამ დაწერა Twitter–ზე.

არადა, ფიფამ გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა და ნიკარაგუის კაპიტნის არჩევანი გასაგებად ეწერა:

 

 1. მესი, 2. მანე, 3. რონალდუ. ბარერა ამბობს, არაო, მესი არ დამიწერიაო.