ბარძალი იუვენტუსში დაბრუნდა

კვლავ იუვეს სამსახურში

ანდრეა ბარძალი კვლავ იუვენტუსის სამსახურშია. ბიანკონერის ყოფილმა მცველმა სამწვრთნელო შტაბში დაიწყო მუშაობა და მაურისიო სარის ერთ-ერთი ასისტენტი იქნება. 

 

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ბარძალიმ კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბებერ ქალბატონში გაატარა. იუვეს ღირსებას იგი 2010-19 წლებში იცავდა და გუნდთნ ერთად სერია ა 8-ჯერ მოიგო. 

 

იტალიის ჩემპიონატში იუვენტუსს 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩში ტურინელები სპალის უმასპინძლებენ.