ქურდობა ნიცაში: თუ დაიჭირეს, ბასტა!

ნიცაში ქაოსია. გუნდის დანიელ ფორვარდ კასპერ დოლბერგს 23 სექტემბერს გასახდელიდან ძვირფასი საათი მოჰპარეს – 70 ათასი ევროს ღირებულების.
 ქურდობა კი ნიცას 18 წლის ფეხბურთელს, ლამინ დიაბის ბრალდება.  ლამინ დიაბის ბრალდება.

 

დიაბი ეჭვმიტანილად ითვლება და ჩვენება უნდა მისცეს. საიდან წამოვიდა მის მიმართ ეჭვი, ფრანგულ პრესას არ უწერია.

 

ბრალი თუ დაუმტკიცდა, დიაბის კონტრაქტს გაუწყვეტენ. ის 13 წლის ასაკიდან ნიცას აკადემიაში იყო და წლეულს მთავარ გუნდში დააწინაურეს. დიაბის საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნათამაშევი.  

 

დოლბერგი კი, როგორც იცით, აიაქსში გახლდათ და ამ ზაფხულს გადავიდა ფრანგულ კლუბში.