დაუმარცხებელ ჯონ ჯონს ემუქრებიან!

ვაიდმანის დიდი ამბიცია

UFC-ის საშუალოწონის ყოფილმა ჩემპიონმა კრის ვაიდმანმა, 2013 წელს საზოგადოებას დიდი სიურპრიზი გაუმზადა, მან იმ დროისთვის შეუჩერებელი ბრაზილიელი ანდერსონ სილვა დაამარცხა და ახლა მზად არის იგივე მსუბუქ-მძიმეწონის კატეგორიაში გააკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაიდმანი დაუმარცხებელ ჯონ ჯონს უმიზნებს. ბოლო ბრძოლა ჯონსმა 7ივლის ბრაზილიელი ტიაგო სანტოსის წინააღმდეგ გამართა. 35 წლის ვაიდმანს ჯონსამდე დიდი გამოცდა ელის, მისი მეტოქე არც თუ ისე სასურველი დომინიკ რეიესი იქნება, ბრძოლა 18 ოქტომბერს ბოსტონში გაიმართება.

'მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ჯონსის დამარცხება შემეძლო, ვამჩნევ, რომ მას რაღაც მეტი აქვს, მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა. ისეთ მებრძოლს, როგორიც მე ვარ, ძლიერი ხელებით და კარგი ჭიდაობის სტილით აქვს  მისი დამარცხების უნარი. აქამდე ჯონსის დამარცხება ვერავინ შეძლო და სწორედ ეს არის ჩემი მიზანი და დიდი მოტივაცია.'' თქვა კრის ვაიდმანმა