კვეკვესკირს ოპერაცია გაუკეთეს

ნიკა კვეკვესკირმა მიუნხენში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და ექიმების პროგნოზით, თვენახევრის მერე დაუბრუნდება მინდორს. საეჭვოა, რომ წლეულს კიდევ მოუწიოს თამაში. 

ეს დანაკლისია საქართველოს ნაკრებისთვის და ყაზახური ტობოლისთვისაც, რომელიც ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.

 

კვეკვესკირმა ამ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც გააკეთა.