ფრენკ ლამპარდი: ჰუდსონ-ოდოიმ უნდა ისწავლოს თუ მას თამაში უნდა

ლამპარდა ახალგაზრდა ტალანტის შესახებ ისაუბრა

ჩელსის 18 წლის ვინგერმა კალუმ ჰუდსონ-ოდოიმ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. თინეიჯერმა დაზიანება აპრილში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

კარაბაოს თასზე, გრიმსბი თაუნსთან გამართულ შეხვედრის შემდეგ, ჩელსის დამრიგებელმა ფრენკ ლამპარდმა ოდოიზე ისაუბრა. ჰუდსონ-ოდოიმ ძირითადში დაიწყო და მატჩის 89-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში 7:1 დააფიქსირა.

'პირველი ტაიმის შემდეგ, დარწმუნებული არ ვიყავი მის ფორმაში და შესაძლებლობებში, მისი და კრისტიან პულიშიჩის ფლანგზე დაყენებით, მე მინდოდა თამაშის ფლანგიდან გამწვავება და მეტოქის საჯარიმოში აქტიური თამაში, მაგრამ პირველ ტაიმში ჩემი მესიჯი ბიჭებმა ბოლომდე ვერ შეასრულეს, მეორე ტაიმი კი უკეთესი იყო. კალუმის ტალანტი გვიჩვენებს, რომ მან  ბევრი უნდა იმუშაოს ტაქტიკურ-პოზიციურ თამაშზე. მან უნდა ისწავლოს, თუ მას კვირიდან-კვირამდე რეგულარული თამაში სურს.''