ლაშა - უდიდესი!

ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო!

მსოფლიოს სამი რეკორდი, აბსოლუტური დომინაცია ძალოსნობაში - ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო!

ლაშა აკვრაში 264 კილოგრამამდე ავიდა. ახალი რეკორდი. ლაშა ამ დისციპლინაში ალბათ, მეტზე გავიდოდა, მაგრამ ლეგენდა შედეგს შემდეგ ტურნირზე გააუმჯობესებს.

484 კილოგრამი ორჭიდში, კიდევ ერთი ახალი რეკორდი.

იქ, ტაილანდში ლაშა თავისი უცვლელი გუნდით იყო - ნაკრების მწვრთნელი გია ასანიძე, ლაშას პირადი მწვრთნელი ავთო გახოკიძე და ექიმი გიორგი ჭინჭარაული. ეს ხალხი ლაშას მაქსიმუმს აძლევს.

და ლაშა ტაილანდში დამაჯერებლად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

4 მსოფლიო!

4 ევროპა!

ოლიმპიადა!

ლაშას დახასიათების დროს ყოველთვის ოდნავ პომპეზურად ბევრი ძახილის ნიშანი გვაქვს გამოყენებული, მაგრამ ბიჭი ამას იმსახურებს.

ახალ რეკორდზე ჩვენი უძლეველი გოლიათი შემდეგი ტურნირებიდან წავა. გილოცავთ!

ლაშას ემოციაც ჩვეულებრივი იყო - დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს გვერდით იყო და ყველას, ვინც ეს წარმატება, ეს სიხარული გიზიარა.