პოჩეტინო თუ ვენგერი?

მანჩესტერი არგენტინელზე ფიქრობს, ფრანგი მანჩესტერზე

როჩდეილთან, ვესტ ჰემთან და ასტანასთან ცუდი თამაშის შემდეგ მანჩესტერში ოლე გუნარ სულშერის სამსახურიდან გათავისუფლებაზე ალაპარაკდნენ. შემცვლელზეც ითქვა - მოურისო პოჩეტინო, ვინც დეკემბერში ჟოზე მოურინიუსთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგაც ითვლებიდა მანჩესტერის თავკაცობის კანდიდატად.

მაშინ პოჩეტინო-მანჩესტერის გარიგება არ შედგა, ახლა კი თავიდან დაიწყო.

 

 

მანჩესტერი მზად არის ტოტენჰემს მწვრთნელის სანაცვლოდ 32 მილიონი გირვანქაც კი გადაუხადოს. არგენტინელი სპეციალისტის ანაზღაურება წელიწადში 8.5 მილიონ გირვანქას შედგენს, მამლებთან კონტრაქტი კი 3.9 წლის შემდეგ უმთავრდება.  

ითქვა ისიც, რომ პოჩტინომ ტოტენჰემში შესაძლებლობები ამოწურა და ახალი გამოწვევა სჭირდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი გუნდისთვის მწვერვალი გამოდგა, მწვრთნელს კი ახალი გასაქანი სჭირდება. აკი ტავად ტქვა მეორე ლიგის კოლჩესტერთან სენსაციურად წაგებული სათასო მატჩის შემდეგ, უკვე მოგებას ვარ დანატრებულიო...

ამასობაში კი დიდმა ფრანგმა არსენ ვენგერმა მანჩესტერს საოცნებო სამსახური უწოდა. მეტიც, მან თქვა, რომ მანჩესტერს ოთხი ახალი ფეხბურთელის შეძენა სჭირდება და გუნდი მსოფლიო გრანდებში დაბრუნდება.

 

 

არსენალის ლეგენდარული თავკაცისგან მანიუზე ლაპარაკი გასაკვირი არ არის. ერთერთ ინტერვიუში ფრანგი გატაცებით და აღფრთოვანებით ლაპარაკობდა. მას უთქვამს, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი, სინამდვილეში დიდ წარმატებებთან ახლოსაა.
„ნებისმიერი მწვრთნელისთვის მანჩესტერი საოცნებო სამსახურია. ყოველ შემთხვევაში, იმ მწვრთნელებისთვის ვისაც გული ერჩის, ნამდვილად ასეა. მე კი გულიც მერჩის და იდეებიც საკმაოზე მეტი მაქვს. დიახ, დღეს ის სრულყოფილი არ არის და ჩემი აზრით ოთხი მოთამაშე აკლია, მაგრამ ამ ფეხბურთელებზე დაყრდნობით ნამდვილად შეიძლება ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც დიდ გამოწვევებს შეეჭიდება. ეს გუნდი წარმატებისგან არც ისე შორსაა, როგორც ხალხს ჰგონია. ჯერჯერობით კი ვუყურებ და ვხედავ, რომ გუნდს თამაშის, პრესინგის შაბლონი არ აქვს, - თქვა არსენ ვენგერმა.