ლუკა ბულაშვილი: ესპანეთიდან დინამოში

დღეს, ლუკა დინამოშია. მიმდინარე სეზონის ბოლომდე.

21 წლის ლუკა ბულაშვილი კარიერას თბილისის დინამოში იწყებდა. მოგვიანებით, გადავიდა სათამაშოდ ესპანეთში, მიიღო საკმაოდ დიდი გამოცდილება და დაბრუნდა იქ, სადაც ეს საინტერესო ისტორია პირველად დაიწერა.

დღეს, ლუკა დინამოშია. მიმდინარე სეზონის ბოლომდე.

 

არჩევანზე.

ლუკა ბულაშვილი: „ჩავთვალე, რომ ჩემი კარიერისთვის ამ ეტაპზე, კარგი ვარიანტი იქნებოდა საქართელოში დაბრუნება. მინდოდა აქ თამაში და ვიცი, რომ ეს გამოცდილება აუცილებლად გამომადგება. ძალიან მინდა, რომ ქართველ ხალხს თავი გავაცნო. დინამო ჩემი პირველი გუნდი იყო და აქ თამაში ყოველთვის განსაკუთრებული იქნება.“

ესპანეთზე.

ლ.ბ: „5 სეზონი ვიყავი ესპანეთში. ვითამაშე 5 გუნდში. სიბიეის აკადემია იყო ჩემი პირველი ესპანური კლუბი. შემდეგ, გადავდივარ ბასკონიაში, სადაც ახალი ეტაპი დავიწყე და ეს პერიოდიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი კლუბისგან შეგიძლია კარგის აღება. მეც ვცდილობ, ყველაფერში მეტი დადებითის დანახვას. ჩემი ბოლო ესპანური კლუბი იყო კულერედო. ვცდილობ, გამოცდილი ხალხისგან სწორი რჩევები მივიღო.“

კლუბში არსებულ სიტუაციაზე.

ლ.ბ: „იცით, კალათბურთი დინამოშ შემიყვარდა და ეს კლუბი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება. კმაყოფილი ვარ მთავარი მწვრთნელით, კარგი ურთიერთობა მაქვს თანაგუნდელებთან, მთლიანად, სტაფთან. ეს მნიშვნელოვანია.“

და, ეს დინამოა.