ჰიონესი: ბაიერნი სანეს შეძენას იანვარში კვლავ შეეცდება

ტრავმის გამო, ამ ზაფხულს ლეროი სანე ბაიერნმა არ შეიძინა, თუმცა, როგორც რეკორდმაისტერის პრეზიდენტი, ული ჰიონესი აცხადებს, იანვარში ამ ტრანსფერის განხორციელებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

 

„ჩვენ უნდა მოვიცადოთ და სანეს აღდგენით პროცესს ყურადღებით დავაკვირდეთ. იანვარში ან თებერვალში კლუბში ახალი ხალხი მოვა და ამ საკითხზე იმუშავებენ“, - თქვა ჰიონესმა

 

ბაიერნის პრეზიდენტმა კომენტარი ასევე ნიკო კოვაჩზე გააკეთა

 

კოვაჩი ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება არ აქვს, თუმცა პირველივე სეზონში 2 ტიტულის დადება მაინც მოახერხა.

 

პრობლემა იცით რაში მდგომარეობს? როდესაც ვიგებთ, ყველა ამბობს რომ ეს მარტივია, რადგან სუსტ ლიგაში ვთამაშობთ, მაგრამ თუ წავაგებთ, ყველანი კოვაჩის გადაყენებას ითხოვენ“