პოგბამ შესაძლოა არსენალთან მატჩი გამოტოვოს

მანჩესტერის მდგომარეობა მძიმდება

მართალია კარაბაოს თასზე როკდეილთან შეხვედრა პოგბამ სრულად ითამაშა, თუმცა მუხლზე ტრავმა მიიღო, შეშუპებული აქვს მისი არსენალთან თამაში საეჭვოა. ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ეს მანჩესტერი, მისი არსებობის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია და პოგბაც თუ გამოაკლდა...

 

„სიტუაცია ასეთია, პოგბამ თამაშის ჩამთავრება ბოლომდე შეძლო, თუმცა მუხლზე ტრავმა მიიღო და ახლა ფეხი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აქვს.

 

სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა ეჭვი არსებობს, რომ ფრანგი ტრავმის მოშუშებას ვერ მოასწრებს“, - თქვა სულშერმა