ირლანდია თბილისში პრობლემებით ჩამოვა

ირლანდიის ნაკრების მწვრთნელ მიკ მაკარტის საფიქრალი მოემატა: სამი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა.

როგორც იცით, 12 ოქტომბერს ევროშესარჩევში საქართველოს ნაკრები მასპინძლობს ირლანდიას, 15–ში კი მაკარტის გუნდს გასვლაზე ელის შეხვედრა შვეიცარიასთან.

 

რაც შეეხებათ ტრავმირებულებს, ესენი არიან ცენტრალური მცველები: შონ დაფი (ბრაიტონი), რიჩარდ კიუ (დერბი) და ფორვარდი დევიდ მაკგოლდრიკი (შეფილდ იუნაიტედი). მცველები ფაქტიურად გამოირიცხნენ, მაკგოლდრიკის თბილისში თამაშის შანსი კი კიდევ არსებობს.     

 

დაფი ყველაზე თვალსაჩინო დანაკლისია: დაცვის უდავო ლიდერია. 3 სანაკრებო გოლი აქვს და ერთ–ერთი საქართველოსთან გაიტანა თბილისში. შარშანწინ, როცა თამაში 1;1 დასრულდა.

 

ფოტოზე: დაფი (N 20) საქართველოს წინააღმდეგ