გენტი: სრულყოფილ ჩაკვეტაძეს იანვრისთვის ველით

გუშინ ვწერდით, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ გენტში ვარჯიში დაიწყო. ოპერაციისა და რეაბილიტაციის მერე პირველად მოხდა, რომ ქართველმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, ოღონდ ეს არ იყო 100–პროცენტიანი დატვირთვა. 

ჩაკვეტაძე ნელ–ნელა უფრო ინტენსიურად დაიწყებს.

 

რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს მინდორზე ისევ ვხედავთ, მაგრამ თამაში ჯერ ადრეა.

 

იეს თორუპი (გენტის მწვრთნელი): „სასიამოვნოა, რომ ჩაკვეტაძე დაბრუნდა. მუხლის ოპერაციის შემდეგ ბევრს ინდომებდა, ზოგჯერ დღეში სამჯერ გადიოდა რეაბილიტაციას. ჩვენ გვსურდა, რომ მისთვის მოტივაცია აგვემაღლებინა და ნაწილობრივ დავტვირთეთ ვარჯიშზე. სიმართლე გითხრათ, 100 პროცენტით მომზადებულ გიორგის იანვრისთვის ველი. ვიცი, ჩაკვეტაძეს გულში იმედი აქვს, რომ ოქტომბრის ბოლოს დაიწყებს თამაშს, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, არანაირი დაჩქარება არაა საჭირო“.