ცსკა ბეიკერს მხოლოდ ევროლიგაზე დაიმატებს

ცსკას მწვრთნელები ახალ მოთამაშეებთან აკლიმატიზაციის პროცესს გადიან. 

მოსკოვის ცსკა ვითიბი ლიგაზე გამოსვლას, ტიტულის დაცვას იწყებს. და ცსკა პარალელურად, ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია. დიდი გამოწვევა დიდი გუნდისთვის, რომელიც ახალ სეზონს დიდი ცვლილებებით იწყებს.

ცსკას შემადგენლობა ამერიკელმა რონ ბეიკერმა გააძლიერა. რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა პირველ ტესტებში. უბრალოდ, ვითიბიზე ლეგიონერებზე არსებული შეზღუდვის გამო, ცსკა ყველას ვერ შეიყვანდა განაცხადში.

საბოლოოდ, კოსტა კუფოსი ტრავმის გამო ამოვარდა, ანდრეი ლოპატინი და ალექსანდრ ხომენკო დუბლებში გადაიყვანეს და გადაწყდა, რომ ბეიკერი მხოლოდ ევროლიგაზე დაიტვირთება.

ცსკას უნდა გაეკეთებინა არჩევანი და კლუბმა ვითიბიზე ლატვიელი იანის შტრელნიექსი დაიმატა. ამერიკელი ევროლიგაზე გაცილებით სოლიდურ გუნდებს და უკეთეს თანაამპლუელებს შეასკდება.

ცსკას მწვრთნელები ახალ მოთამაშეებთან აკლიმატიზაციის პროცესს გადიან. და კონკურენტები გაძლიერდნენ. ევროლიგაზე ბარსელონა, რეალი და ფენერი მონსტრებად რჩებიან. ვითიბიზე სერიოზული მოთამაშეები დაიმატეს ხიმკიმ, ლოკომოტივმა, ზენიტმა და უნიქსმა.

ცსკა იწყებს ტიტულის დაცვას.