ვლადიმერ თავაქარაშვილის გზა დინამომდე

კარიერა, რომელიც დაიწყო გორში და საქართველოს U 16 ნაკრებში გაგრძელდა. 

შარშან, დინამოს მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ თავის გამოჩენის შანსი რამდენიმე ახალგაზრდას მისცა. მათ შორის, ვლადიმერ თავაქარაშვილს, რომელიც ეპიზოდებში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. იგრძნობოდა დიდებში თამაშის დეფიციტი, მაგრამ ბიჭი საკუთარ თავზე მუშაობდა და მწვრთნელები მას ენდობოდნენ.

კარიერა, რომელიც დაიწყო გორში და საქართველოს U 16 ნაკრებში გაგრძელდა. კარიერა, რომელიც დინამოში მიდის. და თავაქარაშვილი მუშაობს. შეიცვალა გუნდის შემადგენლობა, მთავარი მწვრთნელი და არ იცვლება მისი დამოკიდებულება კალათბურთის, დინამოს მიმართ.

17 წლის ბიჭი სეზონისთვის ემზადება.

 

შარშანდელ სეზონზე.

ვლადიმერ თავაქარაშვილი: „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მთავარ მწვრთნელს ირაკლი ხოშტარიას, რომელმაც მომცა შანსი. და, არა მხოლოდ მას. ეს მადლობა მთლიანად დინამოს ეკუთვნის. შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვთამაშობ. ვეცდები ეს ნდობა გავამართლო.“

დინამო დღეს.

ვ.თ: „ახალი მთავარი მწვრთნელით კმაყოფილი ვარ. ჩანს, რომ აქვს გამოცდილება. კარგი ურთიერთობა მაქვს თანაგუნდელებთან, მთლიანად სტაფთან. ეს ყოველთვის ბევრს ნიშნავს. ეს მოქმედებს მოტამაშის განწყობაზე. და, რა თქმა უნდა, ეს დაგვეხმარება მაღალი დონის კალათბურთის დემონსტრირებაში. ამისთვის დინამოს ყველა წევრი იშრომებს. დინამო ერთი ოჯახია.“

საყვარელი მოთამაშეები და გუნდები.

ვ.თ: „ჩემი საყვარელი მოთამაშეები - მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი და კობი ბრაიანტი. რაც შეეხება კლუბს, დინამოს შემდეგ, ეს მადრიდის რეალია.“