საქართველო – ირლანდია 17:00 საათზე

12 ოქტომბერს საქართველო–ირლანდიის შესარჩევი მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ეს ევროშესარჩევის შეხვედრაა, ხოლო 15–ში ვლადიმირ ვაისის გუნდს გასვლაზე ელის თამაში გიბრალტართან.

 

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე https://tkt.ge/football შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. ბილეთების ფიზიკური გაყიდვა დინამო არენას სალაროებში მოგვიანებით დაიწყება.

 

იმედია, საქართველოს ნაკრები ირლანდიას ამჯერად მაინც გაამწარებს და სამ ქულას აიღებს. 10 მატჩი, 1 ფრე, 9 წაგება, მოგების გარეშე... ასეთია საქართველოს შედეგი ირლანდიასთან.