ოდეგაარდი რეალ სოსიედადში რჩება

უნიჭიერესი ნორვეგიელის გზა

20 წლის უნიჭიერესი ნორვეგიელი ფეხბურთელი, მარტინ ოდეგაარდი იანვარში რეალში არ დაბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელთა რიგებში ტრავმების ეპიდემიაა, სამეფო კლუბი სოსიედადთან შეთანხმებას პატივს სცემს, თანაც, უნდა რომ ფეხბურთელს ბევრი სათამაშო დრო ჰქონდეს და უფრო მეტად გაიზარდოს.

 

ოდეგაარდი ორი სეზონის განმავლობაში ერედივიზიონის გუნდებში, ჰერენვენში და ვიტესში გაანათხოვრეს, ევროპულ ფეხბურთს მიაჩვიეს, ახლა კი პრიმერას ჯერია. ნორვეგიელმა შემდეგ სეზონში, წესით, რეალში უნდა ითამაშოს.