ჯორდანი არის მაინც...

ბრუკლინს აქვს იმედი, რომ დეანდრეს სტაბილურობა ნეთსს ფლეი ოფში კარგი ადგილით გასვლაში დაეხმარება.

დეანდრე ჯორდანი ჯანმრთელია და დიდი ბიჭი ახალი სეზონისთვის ემზადება. ბოლო წლების სტაბილური მომხსნელი და ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი ბრუკლინშია, სადაც საინტერესო ეპოქა იწყება.

გუნდმა დაიმატა კევინ დიურანტი და ერთი წელიწადი მხოლოდ მისი ვარჯიშით დაკმაყოფილდება.

გუნდმა დაიმატა კაირი ირვინგი და ვარსკვლავმა ბოლო ვარჯიშზე სახის ძვალი გაიტეხა. ირვინგი მთელ სეზონს დამცავი ნიღბით ჩაატარებს.

ორგანიზაციას ახალი მფლობელი ჰყავს. რუსმა მიხაილ პროხოროვმა გუნდი სხვა შეძლებულ ხალხს გადააბარა. პროხოროვს მადლობა გადაუხადეს.

და გუნდი ენდობა მისტერ ჯორდანს.

რომელიც 2013/2014 წლების სეზონიდან სტაბილურად იღებს საშუალოდ ორმაგ დუბლს. დეანდრეს საუკეთესო სეზონი ამ პერიოდში? ვერ დავაკონკრეტებთ. ჯორდანი სტაბილურად კარგი, უღალატო იყო.

და ბრუკლინს აქვს იმედი, რომ დეანდრეს სტაბილურობა ნეთსს ფლეი ოფში კარგი ადგილით გასვლაში დაეხმარება.

ჯორდანი კარგად უვლის სხეულს, კარგად ანაწილებს ენერგიას და მწვრთნელები ამას ხედავენ. ჯორდანი პროფესიონალია.

გგვარიც ხელს უწყობს. და, ალბათ, მაღალ დონეზე თამაშის არარეალური სურვილიც.